ბუნებრივი VS ხელოვნური პარიკები - რა განსხვავებაა მათ შორის?
04 მაისი 2026

ბუნებრივი VS ხელოვნური პარიკები - რა განსხვავებაა მათ შორის?

პარიკის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: „რომელი ავირჩიო, ბუნებრივი თუ ხელოვნური?“. 

ეს გადაწყვეტილება არ არის მხოლოდ ფასზე დამოკიდებული. ეს არის თქვენი ყოველდღიური სტილის, ცხოვრების წესისა და მოთხოვნების ერთობლიობა.

პარიკების მაღაზია Wigs Room-ში კარგად გვესმის ეს დილემა, ამიტომ გადავწყვიტეთ, დეტალურად განვიხილოთ განსხვავებები, რათა თქვენი არჩევანი იდეალური იყოს.

 

ვიზუალი და ტექსტურა

ბუნებრივი პარიკები მზადდება ნამდვილი ადამიანის თმისგან. მათ აქვს ბუნებრივი მოძრაობა, ბზინვარება და ტექსტურა, რომელიც სრულად იმეორებს ბუნებრივ თმას. 

ხელოვნური პარიკები თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ხარისხიანი ხელოვნური ბოჭკოები ნამდვილ თმას ჰგავს, თუმცა მათ ხშირად აქვთ ე.წ. “სინთეტიკური ბზინვარება, რომელიც ხშირად არაბუნებრივად გამოიყურება. . 

 

სტილის ცვლილება

ბუნებრივი თმის პარიკები სტილის ცვლილებაში მაქსიმალურ თავისუფლებას იძლევა. შეგიძლიათ დახვიოთ, გაასწოროთ, შეიღებოთ ან გააკეთოთ ნებისმიერი ვარცხნილობა თერმული ხელსაწყოების გამოყენებით. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მას ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც თქვენს ნამდვილ თმას.

როგორც წესი, მათ აქვთ „მეხსიერების“ ფუნქცია – ვარცხნილობა დაბანის შემდეგაც უცვლელი რჩება. უმეტესობა მათგანს არ უყვარს მაღალი ტემპერატურა, ამიტომ სტილის შეცვლა შეზღუდულია. 

გამძლეობა და მოვლა

სწორი მოვლის შემთხვევაში, ბუნებრივი პარიკი გამოირჩევა მაღალი გამძლეობით და 1-დან 3 წლამდე თავისუფლად ძლებს. მაქსიმალური გამძლეობისათვის მათ რეგულარული დატენიანება, დაბანა და მოვლა სჭირდება. 

მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდულია - დაახლოებით 4-6 თვე ძლებს ყოველდღიური მოხმარებისას. ბოჭკოები დროთა განმავლობაში ცვდება, განსაკუთრებით ბოლოებში, თუმცა მოვლა ძალიან მარტივია – არ სჭირდებათ განსაკუთრებული პროცედურები.

 

კომფორტი და წონა

ბუნებრივი შეიძლება იყოს ოდნავ მძიმე, განსაკუთრებით გრძელი მოდელები გამომდინარე მისი ბუნებრივი შემადგენლობისა. ხელოვნური მოდელების უმეტესობა ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანია. 

 

ფასი

ბუნებრივი მასალისგან დამზადებული პარიკი არის ინვესტიცია. მაღალი ხარისხის მასალისა და დამუშავების გამო, მათი ღირებულება უფრო მაღალია.

ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი არჩევანი. ისინი საშუალებას გაძლევთ ხშირად შეიცვალოთ იმიჯი, თუმცა ეს ხარისხისა და გამძლეობის ხარჯზე ხდება. 

 

Wigs Room-ში წარმოდგენილი პროდუქცია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი თმისგან მზადდება.
თუ თქვენზე მორგებული პარიკის შერჩევა გჭირდებათ, გვეწვიეთ Wigs Room-ის შოურუმში თბილისში, ქეთევან წამებულის #47-ში ან ქუთაისში, ნიუპორტის #7-ში. ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან თქვენს ცხოვრების წესზე მორგებული მოდელის პოვნაში!