თმის ჩაბარება
თმის ჩაბარება Wigs Room-ში მარტივი, სწრაფი და გამჭვირვალე პროცესია.
ჩვენ თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად და ობიექტურად ვაფასებთ თმის მონაცემებს, რათა მიიღოთ თქვენი თმის რეალური ღირებულების შესაბამისი, საუკეთესო ფასი.
თმის ტიპი: ვიბარებთ როგორც სრულიად ბუნებრივ, ისე შეღებილ თმას.
სიგრძე: შეზღუდვები არ გვაქვს! მოკლე თმასაც კი ეფექტურად ვიყენებთ წინამოების, ტოპერებისა და სხვადასხვა ზედა დანამატების დასამზადებლად.
შეფასების კრიტერიუმები: საბოლოო ღირებულება დგინდება თმის სიგრძის, წონის, სტრუქტურის (სწორი, ტალღოვანი, ხვეული) და საერთო ჯანსაღი მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ გსურთ გაიგოთ თქვენი თმის სავარაუდო ღირებულება, გამოგვიგზავნეთ ფოტო ან ეწვიეთ ჩვენს სალონს უფასო კონსულტაციისთვის!