ხშირად დასმული კითხვები
ვერ იპოვეთ თქვენთვის საურველი პასუხი?
დაგვიკავშირდით და ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით.
ჩვენი თითოეული ნაკეთობა იქმნება 100% ბუნებრივი, ქართული თმისგან.
პროდუქცია იწარმოება საქართველოში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხსა და დეტალებს.
გთავაზობთ როგორც მზა მოდელებს, ასევე ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ პარიკებს.
ზომის დასადგენად პირველ რიგში საჭიროა თავის გარშემოწერილობის გაზომვა. ამ მონაცემის მიხედვით შეირჩევა თქვენთვის შესაფერისი ზომა (S, M, L).
პარიკს აქვს რეგულირებადი რეზინები იდეალური მორგებისთვის. ასევე, ნაკეთობას მოჰყვება სპეციალური სამაგრები, რომლებიც პარიკის თავზე დასაფიქსირებლად გამოიყენება.
დიახ, ვინაიდან პარიკებიბუნებრივი თმისგანაა დამზადებული, ისინი შეგიძლიათ შეღებოთ, დავარცხნოთ როგორც საკუთარი თმა.
შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფენი, ისე უთო.
ნაკეთობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოვლაზე. თუმცა, სწორი გამოყენებისა და მოვლის პირობებში, პარიკი 1-დან 3 წლამდე ძლებს.
შეღებილი ნაკეთობა უნდა დაიბანოს უსულფატო შამპუნით , ხოლო შეუღებავი - ჩვეულებრივი შამპუნით.
დაბანა ხდება ნელ, თბილ გამდინარე წყალში ზემოდან ქვემოთ ნაზი მოძრაობებით. ნიღბის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ ბოლოებში.
ნაკეთობას ვაშრობთ ფენით ზემოდან ქვემოთ მიმართულებით, რის შემდეგაც შეგიძლიათ მისცეთ საჭირო ფორმა.
ასევე რეკომენდირებულია პარიკის დავარცხნა სპეციალური სავარცხლით.
რადგან ჩვენი ნაკეთობები შექმნილია ბუნებრივი, მაღალი ხარისხის თმისგან, ისინი ბუნებრივ და შეუმჩნეველ იერით გამოირჩევა.
შერჩეული ნაკეთობის გაგზავნა ხდება 1-3 სამუშაო დღეში ფოსტის დახმარებით, როგორც საქართველოს მაშტაბით, ისე საზღვარგარეთ.
ნაკეთობის დაბრუნება არ ხდება.
გადაცვლა შესაძლებელია 5 სამუშაო დღის განმავლობაში.