ბუნებრივი თმისგან დამზადებული პარიკის 5 უპირატესობა
პარიკის შერჩევა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რადგან პროდუქტის ხარისხის პირდაპირ გავლენას ახდენს პარიკის კომფორტულ გამოყენებაზე. ბუნებრივი პარიკები კი ხელოვნურისგან განსხვავებით მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და ბუნებრივი ვიზუალით გამოირჩევა.
სწორედ ამის გამო, თანამედროვე რეალობაში, ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება პარიკების მომხმარებლებს შორის.
Wigs Room კი ამ ბლოგპოსტში ბუნებრივი პარიკების 5 მთავარ უპირატესობაზე ისაუბრებს.
1. ვიზუალური სრულყოფილება და ბუნებრივი იერი
ნატურალური თმის პარიკის ყველაზე დიდი პლუსი მისი "უხილავობაა". ხელოვნური პარიკებისგან განსხვავებით, მას არ აქვს ზედმეტი, არაბუნებრივი ბზინვარება.
Wigsroom-ის ნატურალური პარიკები ისეა შექმნილი, რომ მაქსიმალურად მიახლოვებულია ბუნებრივ იერსახესთან, ყველა ნაკეთობას აქვს ნაკის იმიტაცია,რაც გადაყოფის ადგილებს ხდის უფრო ბუნებრივს.
2. სტილის მრავალფეროვნება
ბუნებრივი თმის პარიკები გაძლევთ საშუალებას, იყოთ განსხვავებული ყოველდღე. თქვენ არ ხართ შეზღუდული ერთი ფორმით და ფერით, როგორც ეს სინთეტიკური მოდელების შემთხვევაშია.
შეგიძლიათ გამოიყენოთ თმის უთო ან ფენი, ისევე როგორც საკუთარ თმაზე. მეტიც, Wigsroom-ის ნატურალური პარიკების შეღებვა, ტონირება და შეჭრა შესაძლებელია, რაც საშუალებას გაძლევთ პარიკი თქვენს საჭიროებებს მოარგოთ.
3. ხანგრძლივი მოხმარების ვადა
ნატურალური პარიკი გრძელვადიანი ინვესტიციაა. თუ ხელოვნური პარიკი რამდენიმე თვეში კარგავს ფორმას, ხარისხიანი ბუნებრივი თმა წლებს უძლებს.
სწორი მოვლის პირობებში 1 წელზე დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ მდგომარეობას.
მისი განახლება კი პროფესიონალური საშუალებებით მარტივად არის შესაძლებელი.
4. მაქსიმალური კომფორტი და "სუნთქვის" უნარი
Wigsroom-ის პარიკები და შინიონები იქმნება მსუბუქი, ჰაერგამტარი მასალებისგან. ნატურალური თმა თავისთავად უფრო მსუბუქია, ვიდრე ხელოვნური.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ:
-
თავის კანი არ ხურდება და თავისუფლად სუნთქავს;
-
არ იწვევს ქავილს ან ალერგიულ რეაქციებს;
-
იდეალურია მათთვის, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს ან პარიკის ტარება სამედიცინო მიზეზების გამო უწევს.
5. მარტივი მოვლა და სპეციალიზებული პროდუქტები
ბევრს ჰგონია, რომ ნატურალურ თმას რთული მოვლა სჭირდება, თუმცა სინამდვილეში ეს პროცესი ძალიან ჰგავს საკუთარ თმაზე ზრუნვას. მთავარია სწორი პროდუქტების შერჩევა.
იმისათვის, რომ თქვენმა შენაძენმა დიდხანს გაგახაროთ, Wigsroom-ის ვებსაიტზე ხელმისაწვდომია პარიკების მოვლის სპეციალური ხაზი - დამატენიანებელი შამპუნები, აღმდგენი ნიღბები და შრატები, რომლებიც სპეციალურად ნატურალური თმის სტრუქტურისთვისაა შექმნილი.
ბუნებრივი თმის პარიკი – ეს არის თავდაჯერებულობა, რომელსაც ყოველ დილით ირგებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც წლების განმავლობაში თქვენი განუყოფელი ნაწილი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარიკების მაღაზია გთავაზობთ როგორც პარიკებს, ისე ზედა დანამატებს, შინიონებსა და წინამოებს.
სასურველი პროდუქტის შესარჩევად ეწვიეთ ჩვენს შოურუმს ქეთევან წამებულის #47/49-ში. ჩვენი პროფესიონალი კონსულტანტები პარიკების მორგებასა და შერჩევაში დაგეხმარებიან.