5 საუკეთესო პროდუქტი პარიკის მოსავლელად და დასაფიქსირებლად
30 აპრილი 2026

5 საუკეთესო პროდუქტი პარიკის მოსავლელად და დასაფიქსირებლად

პარიკის ხანგრძლივი და ეფექტური გამოყენება, პირველ რიგში, მის სწორად შენახვასა და სწორ მოვლას უკავშირდება. 

იმისათვის, რომ თქვენმა პარიკმა ბუნებრივი და მოწესრიგებული იერი შეინარჩუნოს, დაგჭირდებათ რამდენიმე ყოველთვის ბუნებრივი და მოწესრიგებული იყოს, არსებობს რამდენიმე დამხმარე პროდუქტი, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. 

 

1. პარიკის თხევადი წებო 

თუ გსურთ, რომ პარიკი მყარად იყოს დაფიქსირებული სკალპზე ნებისმიერ სიტუაციაში, ხარისხიანი წებო ნომერ პირველი საჭიროებაა.

პარიკების მაღაზია Wigs Room-ში წარმოდგენილი Walker Tape-ის პროდუქცია ცნობილია თავისი გამძლეობით. ის უზრუნველყოფს ხანგრძლივ ფიქსაციას, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ მთელი დღის განმავლობაში.

2. პარიკის მანეკენი (დასადგამი)

პარიკის შენახვა მისი ფორმის შენარჩუნების გარანტიაა. მანეკენის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ტრანსპორტირებისას. ჩვენს კატალოგში შეხვდებით როგორც დასაკეც, ისე მრგვალი ფორმის მანეკენის სადგამს. 

 

3. სპეციალური სავარცხელი

თმის პარიკების დავარცხნა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ჩვეულებრივი სავარცხელი ხშირად წყვეტს ღეროებს. სპეციალური სავარცხლის მოქნილი კბილანები ნაზად აცალკევებს აბურდულ ადგილებს და მინიმუმამდე დაჰყავს თმის ცვენის რისკი.

 

4. პარიკის ქუდი (Wig Cap)

ბუნებრივი იერსახისთვის პარიკის ქვეშ საკუთარი თმის იდეალურად დაფიქსირებაა საჭირო.

ქუდი ქმნის გლუვ ზედაპირს, იცავს პარიკს კანის ცხიმისგან და ხელს უშლის მის სრიალს. ჩვენს კატალოგში შეგიძლიათ იხილოთ პარიკის ქუდები ნაკრებების სახით. ის შეგიძლიათ ცვალოთ პარიკის ტონალობის მიხედვით. 

5. პარიკის სამაგრი (კლიპსები)

დამატებითი უსაფრთხოებისთვის ბევრი მომხმარებელი კლიპსებს ირჩევს.

ეს პატარა სამაგრები ეხმარება პარიკს უკეთ მოერგოს თავის ფორმას და მყარად დაეჭიროს საკუთარ თმას, თუ წებოს გამოყენება არ გსურთ.

პარიკის აქსესუარები შეგიძლიათ შეიძინოთ პარიკების მოვლის კატეგორიაში. თითოეული პროდუქტის ფასი ხელმისაწვდომია. 

თქვენს საჭიროებებზე მორგებული პარიკის შესარჩევად კი ეწვიეთ ჩვენს შოურუმს თბილისში, ქეთევან წამებულის #47-ში ან ქუთაისში, ნიუპორტის #7-ში!